მიმდინარე პროექტები

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს:

  • ბიზნესის საქმიანობის ფინანსური მოდელის შემუშავებას შემყვანი მონაცემების პარამეტრებით;
  • ბიზნეს გეგმის შედგენაში დახმარებას;
  • სოციალურ პლატფორმებზე რეკლამირება მარკეტინგული კონტენტის შექმნით და პოსტების დიზაინის შემუშავებით;
  • ბიზნეს ინფორმაციის მოძიებას.

განხორციელებული პროექტები

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) მხარდაჭერით ინიციატივის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენდა თანამშრომლობას შემდეგ ორგანიზაციებს შორის: „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (GRC), „პარკი არ მინდა“ და „ელიოთს სასთეინებილითი“.

პროექტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შესაძლებლობების გაძლიერება სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სასურსათო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიმართულებით, განსაკუთრებული აქცენტით წყალტუბოს მუნიციპალიტეტზე.

პროექტის აქტივობები:

• მოსახლეობაში, მათ შორის მოსწავლე ახალგაზრდობაში სურსათის ნარჩენების და ეტიკეტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამ აქტივობის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო სემინარები ქ. წყალტუბოს 2 კერძო სკოლაში (წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა გიმნაზია, და საერო სკოლა „ოცნება“);

• განხორციელდა საინფორმაციო კომპანიები სოციალურ მედიაში სურსათის დანაკარგების და ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის შესახებ. მომზადდა და YOUTUBE არხზე განთავსდა 2 ცალი სამწუთიანი ვიდეორგოლი სურსათის ნარჩენების შემცირების რჩევებით HORECA სექტორში და საყოფაცხოვრებო პირობებში. ვიდეორგოლები იხილეთ ბმულზე www.youtube.com/@BSCKutaisi;

  • გამოიცა სურსათის დანაკარგების და ნარჩენების ბროშურა, რომელიც დარიგდა მოსახლეობაში და სურსათით მოვაჭრე ობიექტებზე. ბროშურის ელექტრონული ვერსია იხილეთ ამ საიტის გვერდზე „პუბლიკაციები“.

პროექტის ბიუჯეტი: 31 564 ლარი

განხორციელების პერიოდი: 19.12.24 – 19.06.25

პროექტი განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

პროექტის მიზანი: იმერეთის სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ადგილობრივი და იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უვნებლობის დადგენა მასში ნიტრატების და პესტიციდების რაოდენობის გამოკვლევის გზით

პროექტის ამოცანები:

  • ფართო მომხმარების 10 დასახელების ნედლი აგრო-პროდუქტის (ბოსტნეულის, ბაღჩეულისა და ხილის) კვლევა ნიტრატების და პესტიციდების შემცველობაზე;
  • სარეალიზაციო ობიექტების წარმომადგენელთა გამოკითხვით აგრო-პროდუქტების მომწოდებლების / მწარმოებლების მიკვლევადობის შესაძლებლობებისა და სურსათის უვნებლობაზე ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა;
  • შესაბამისი საზედამხედველო ორგანოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის კვლევის შედეგების გაცნობა, ინფორმაციის გავრცელება

პროექტის შედეგები:

  • გამოკითხვის ჩატარება იმერეთის 5 სამიზნე ქალაქის შერჩეულ ბიზნეს ოპერატორების ობიექტებში, გამოკითხა 102 ბიზნესოპერატორი;

  • კვლევის შედეგების გაცნობა მოხდა სურსათის უვნებლობით დაინტერესბული მხარეებისათვის.
  • ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდა ბოსტნეულის, ხილის და ბაღჩეულის პროდუქციაზე, კერძოდ ნიტრატებზე 74 პროდუქტზე, პეტიციდებზე 53 პროდუქტზე;
  • მომზადდა კვლევის შედეგების პუბლიკაცია “ბოსტნეულისა და ხილის ქიმიური შედგენილობის კვლევა სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე”

პროექტის ბიუჯეტი: 34 420 ლარი

განხორციელების პერიოდი: 01.05.23 – 31.12.23

განხორციელდა ხულოს მუნიციპალიტეტში “დიოკნისის სასოფლო სამეურნეო მომსახურების ცენტრთან” ერთად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროკავშირის ხელშეწყობით.

პროექტის მიზანი: ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის სპეციალური სასწავლო პლატფორმის შექმნა მათი უნარების და ცოდნის გაუმჯობესებისათვის

პროექტის ამოცანები:

  • ადგილობრივი ახალგაზრდების უნარების და ცოდნის გაუმჯობესება მათთვის ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული სასწავლო კურსების შეთავაზებით
  • ადგილობრივი ტრენერების მომზადება ონლაინ სწავლების და კონსულტაციების განხორცილებისათვის
  • ა(ა)იპ დიოკნისის სასოფლო სამეურნეო ცენტრთან თანამშრომლობით სასწავლო პლატფორმის შექმნა 4 მიმართულებით სასწავლო მასალებია მომზადებით (სოფლის ტურიზმი, ჟოლოს კულტივირება, მდგრადი მეცხოველეობა, ბიზნესის დაგეგმვა)

პროექტის შედეგები:

  • მომზადდა 4 სასწავლო ვიდეო კურსი: სოფლის ტურიზმი, ჟოლოს კულტივირება, მდგრადი მეცხოველეობა, ბიზნესის დაგეგმვა
  • ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდა 4 დღიანი ტრენინგები სოფლის ტურიზმში, ჟოლოს კულტივირებაში, მდგრად მეცხოველეობაში და ბიზნეს დაგეგმვაში
  • განხორციელდა ადგილობრივი ახალგაზრდების კონსულტირება ბიზნესის საკითხებში
  • მომზადდა ადგილობრივი ტრენერები სასწავლო პლატფორმის მენეჯმენტისათვის
  • მოხდა დიოკნისის სასოფლო სამეურნეო მომსახურების ცენტრის ვეგბვერდის განახლება, რედიზაინი

განხორციელდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

პროექტის მიზანი: იმერეთის რეგიონის 4 ქალაქში უვნებელი და ხარისხიანი კვების პროდუქტებით (ნედლი ხორცი და ყველი) მომხმარებლების უზრულველყოფის გაუმჯობესება და მათი უფლებების ადვოკატირება არსებული საკანონმდებლო რეგულაციების წარმატებით განხორციელებისთვის DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტის ამოცანები:

  • საცალო ვაჭრობის ობიექტებში ნედლი ხორცისა და ყველის მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პირობების გარკვევა, აღნიშნული პროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა შერჩეული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევით და ობიექტების წარმომადგენელთა ცოდნის დონის შეფასება სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვის კუთხით;
  • ნედლი ხორცის და ყველის მომხმარებლების კმაყოფილების კვლევა და მომხმარებლის უფლებებში მათი ცნობიერების დონის განსაზღვრა/ამაღლება;
  • საცალო ქსელის ობიექტების საველე კვლევის და მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების ანალიზი;
  • შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვის სანიმუშო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;

პროექტის შედეგები:

  • გამოკითხვის ჩატარება იმერეთის 4 სამიზნე ქალაქის შერჩეულ ბიზნეს ოპერატორების ობიექტებში, გამოკითხა 59 ბიზნესოპერატორი
  • გამოიკითხა ყველისა და ნედლი ხორცის 397 მომხმარებელი
  • ლაბორატორიული ანალიზი ჩატარდა ყველის და ნედლი ხორცის 23 ნიმუშუში, 5 ყველის ნიმუშში გამოვლინდა სურსათის უვნებლობასთან კრიტიკული შეუსაბამობა
  • კვლევის შედეგების გაცნობა მოხდა სურსათის უვნებლობით დაინტერესბული მხარეებისათვის
  • მომზადდა კვლევის შედეგების 2 პუბლიკაცია: “ყველისა და ნედლი ხორცის მომხმარებლების კვლევა იმერეთის რეგიონში” და “ყველისა და ნედლი ხორცის ბიზნესოპერატორების კვლევა იმერეთის რეგიონში”

პროექტის ბიუჯეტი: 34 600 ლარი

განხორციელების პერიოდი: 01.04.22 – 31.01.23

პროექტის მიზანი: ინფორმაციისა და მოთხოვნაზე ორიენტირებული სერვისების მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისათვის DCFTA-სთან დაკავშირებული სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვაში.

პროექტის აქტივობების არეალი: იმერეთის რეგიონი

პროექტის ამოცანები:

  • DCFTA-სთან დაკავშირებული რეგულაციების დანერგვა სამიზნე მცირე და საშუალო ბიზნესისა და ფერმერებისგან სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან უკუკავშირის შექმნის გზით; საჯარო-კერძო დიალოგებით და საინფორმაციო სემინარებით, ადვოკატირების გზით შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესება;
  • BSO ქსელების შექმნა და თანამშრომლობა აგრობიზნესებთან და საკვების გადამამუშავებელ კომპანიებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შესაბამისი ღირებულების ჯაჭვებში.

პროექტის შედეგები:

  • იმერეთის 5 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობისა და პროდუქციის ეტიკეტირების 8 სემინარი ჩატარდა. სემინარებს ესწრებოდა სურსათის მწარმოებელი მცირე და საშუალო ბიზნესის სამოქალაქო ორგანიზაციები და მომხმარებლები, სულ 250 მონაწილე.
  • დაიბეჭდა ეტიკეტირების რეგულირების სპეციალური ბანერები და გავრცელდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში
  • გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები და დისკუსია ადგილობრივ ტელევიზიით ორგანიზებული იყო მოსახლეობის საინფორმაციო ცნობიერების ამაღლების მიზნით DCFTA-ს და სურსათის უვნებლობის პოლიტიკასთან, სოფლის მეურნეობის სტრატეგიებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის ბიუჯეტი: 3985 ლარი

პროექტის მიზანი:

CCO-ებისა და BSO-ების შესაძლებლობების გაძლიერება DCFTA-ს განხორციელების პროცესში და საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

პროექტის აქტივობების არეალი: იმერეთის რეგიონი

პროექტის ამოცანები:

  • სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაზრდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, DCFTA-ს განხორციელების მხარდაჭერის პროცესში;
  • ქართული სსო-ების შესაძლებლობების განვითარება, რათა დაეხმაროს და კონსულტაციები გაუწიონ ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის შიდა ბაზარზე წვდომისა და სარგებლობის შესახებ;
  • ყოვლისმომცველი მონიტორინგისა და კონსულტაციებზე დაფუძნებული თანამშრომლობის დამყარება საქართველოს ხელისუფლებას, სსო-ებს, ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის.

პროექტის შედეგები:

  • იმერეთის რეგიონში შეიქმნა ადგილობრივი მრჩეველთა საბჭო;
  • ქუთაისში მოეწყო 1 შეხვედრა LAG-ის, ადგილობრივი სსო-ების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეხვედრის წევრებმა განიხილეს DCFT-ის იმპლემენტაციის პრობლემები და გამოწვევები;
  • იმერეთის 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდა 6 საინფორმაციო სემინარი DCFTA-ს შესახებ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მოქალაქეებისთვის;

პროექტის ბიუჯეტი: 2772 ლარი