ისტორია

„ბიზნესი ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი“ (BSC Kutaisi) დაარსდა 2017 წელს ბიზნეს-კონსულტანტების მიერ, რომლებიც აქამდე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის დაფინანსებულ საერთაშორისო პროექტებში. ცენტრი ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე ოფლის მეურნეობაში, კვების მრეწველობასა და მომსახურების სფეროში. საქმიანობა მოიცავს ბიზნესების ოპერატიული მენეჯმენტის, ფინანსური მართვისა და მარკეტინგული აქტივობების გაუმჯობესებას.

BSC Kutaisi, ასევე, ხელს უწყობს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ეხმარება ბიზნესებს დაიცვან საქონლისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტები, ასევე უზრუნველყოფს მომხმარებლებს საიმედო ინფორმაციას მათი პროდუქციისა და სერვისების ასორტიმენტისა და ხარისხის შესახებ.

2017-2025 წლებში ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა:

  • საკვების უსაფრთხოების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას;
  • ხილისა და ბოსტნეულის მონიტორინგს ნიტრატების შემცველობის კონტროლით;
  • ახალგაზრდებისთვის დისტანციური სწავლების ხელშეწყობას სოფლის რეგიონებში,
  • ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობის ახსნას.

ჩვენი მისია

ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს ხარისხიანი რეკომენდაციებით მდგრადი ზრდისთვის.

ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს იმერეთის რეგიონში და მთელი საქართველოს მასშტაბით რეალისტური, პრაქტიკული და ხარისხიანი რეკომენდაციები, რომლებიც გამიზნულია ბიზნეს ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიღწევაზე და ამავდროულად დაფუძნებულია ბიზნეს ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვაზე.

 

ღირებულებები

ეთიკა

ჩვენი ეთიკა გულისხმობს კლიენტის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას და უნიკალური სერვისების მიწოდებას. კლიენტებს შეუძლიათ მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ გაწეული სერვისი მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს და შედგენილი ნებისმიერი მასალა არ იქნება გამოყენებული კონკურენტი ფირმების სასარგებლოდ.

სოციალური პასუხისმგებლობა

“ბი-ეს-სი ქუთაისის” სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს კონსიუმერიზმის ხელშეწყობას და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებების შესახებ, ადგილობრივ საზოგადოებასთან აქტიური ჩართულობის წახალისებას სხვადასხვა ინიციატივებით და გარემოს დაცვისადმი ერთგულების დემონსტრირებას მდგრადი პრაქტიკის დანერგვით.

ხარისხი

“ბი-ეს-სი ქუთაისი” მიისწრაფვის იქითკენ, რომ მისი რჩევები და რეკომენდაციები მყარად ეფუძნებოდეს მეთოდების საუკეთესო კომბინაციას, საფუძვლიან კვლევებსა და ზუსტ ანალიზს, შემოქმედებითობასა და შიდა ხარისხის უზრუნველყოფას.

უწყვეტობა

ჩვენთვის კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების უწყვეტობა წარმოადგენს როგორც კლიენტების კმაყოფილების, ისე გაწეული მომსახურების ხარისხის გარანტიის ქვაკუთხედს.

ინოვაცია

ჩვენ გვსურს, რომ ყველა იყოს მკვლევარი და საკუთარი იდეების წინ წამომწევი. ჩვენ გვჯერა, რომ კითხვების დასმა და ახლის მოსინჯვა არის ის გზა და საშუალება, რომ დავრჩეთ ინოვაციურები და პასუხისმგებელნი ჩვენი კლიენტებისა და ჩვენი თანამშრომლების საჭიროებების მიმართ… რაც აყალიბებს ლოიალობას.

ჩვენი გუნდი.

დღეისათვის “ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისი” აერთიანებს ცხრა გამოცდილ კონსულტანტს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, და სერტიფიცირებულ სოფლის მეურნეობის ექსპერტს, რომელიც სპეციალიზებულია უპირატესად მებოსტნეობისა და მეცხოველეობის დარგში და სურსათის უვნებლობის სფეროში.

გიორგი ჭუმბურიძე

გამგეობის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი

თინათინ არაბიძე

სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის ექსპერტი

მარიამ შუღლაძე

ბუღალტერი / ფინანსური მენეჯერი

ელგუჯა დეისაძე

პროექტების კოორდინატორი, ბიზნეს კონსულტანტი

მიიღე უფასო კონსულტაცია

დაგვიკავშირდით და მიიღეთ პასუხი თქვენს კითხვებზე.